ბოსტონის უნივერსიტეტი კამპუსი 2021 წლამდე დაიხურება

Picture via GETTY

ბოსტონის უნივერსიტეტი პირველია ამერიკულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, რომელიც აუდიტორიებში სწავლების აღდგენის თარიღად 2021 წლის იანვარს ასახელებს. თუკი სახელმწიფოს წარმომადგენლები სტუდენტების ერთად თავმოყრას ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ მიიჩნევენ, უნივერსიტეტი მზადაა, მომავალი წლის დასაწყისამდე არ გახსნას თავისი კამპუსები და შემოდგომის სემესტრიც ონლაინ სწავლების პირობებში ჩაატაროს.

ბოსტონის უნივერსიტეტში 33 000 სტუდენტი სწავლობს და მისი ისტორია 1839 წლიდან იწყება. უნივერსიტეტის კამპუსი 22 მარტიდან დახურულია. ბოსტონის უნივერსიტეტმა 13 აპრილს კორონავირუსის შედეგების აღმოფხვრის გეგმა წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ თუკი მთავრობა შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, იგი მზადაა სოციალური დისტანცირების პროტოკოლი გაავრცელოს შემოდგომის სემესტრზე. იმავე მიზეზებით გაუქმდება კამპუსში ჩასატარებელი საზაფხულო კურსებიც, რომლებიც ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. უნივერსიტეტის რექტორის, რობერტ ბრაუნის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში სტუდენტებს აუდიტორიებში დაბრუნება შემოდგომის სემესტრის დასაწყისიდან შეეძლებათ.