Booking.com-ის ახალი ოფისი თბილისში

Booking.com მოგზაურებისათვის განკუთვნილი ონლაინ პლატფორმაა,  რომელიც ტურისტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასტუმროს მოძებნასა და დაჯავშნაში ეხმარება. საიტი 1996 წელს ამსტერდამში შეიქმნა და  დღემდე ლიდერია აღნიშულ სფეროში. Booking.com-ზე ყოველდღიურად საშუალოდ 1,550,000-ზე მეტი სასტუმრო ოთახი იჯავშნება.

პლატფორმა 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს და 43 ენაზეა ხელმისაწვდომი.

კომპანიაში 17 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და  საკუთარი ოფისები მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე ქვეყანაში აქვს განთავსებული. Booking.com-ი საკუთარ ახალ ოფისს თბილისშიც ხსნის.

Booking.com-ის როგორც მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები, ისე საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოებიც სწორედ Cushman & Wakefield-მა შეასრულა. კომპანიის ახალი ოფისის ინტერიერის დიზაინზე კი MUA-Multiverse Architecture-მა იმუშავა.

Booking.com-ის ოფისის თბილისში გახსნა საკმაოდ სასიამოვნო სიახლეა, რადგან ოფისის გახსნით საერთაშორისო გავლენიანი კომპანია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად და საინტერესო ბაზრად მოიაზრებს.

 

წყარო: Cushman & Wakefield Georgia

ფოტო: გურამ კაპანაძე