წამყვანი ევროპული სატრანსპორტო პლატფორმა Bolt საქართველოში დროებით ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას აუქმებს – აღნიშნული ცვლილების შესახებ მომხმარებლებს კომპანიამ ინფორმაცია ელ. ფოსტის საშუალებით დაუგზავნა.
„ჩვენი მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია. აქტიურად ვადევნებთ თვალს კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას და მოვლენების შესაბამისად ვიღებთ ზომებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დროებით ვაუქმებთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფუნქციას ჩვენი აპლიკაციის მომხმარებელთათვის.“
მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით ტაქსის გამოძახება და თანხის ბარათიდან გადახდა.