იტალიელი ოპერის მომღერალი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის დუომოში კონცერტს გამართავს. კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება და ბოჩელი ორღანისტ, ემანუელ ვიანელისთან ერთად ჩაერთვება პირდაპირ ეთერში.
„მე თანხმობით ვპასუხობ ქალაქ მილანისა და საკათედრო ტაძრის მოწვევას. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე ერთობლივი ლოცვის ძალის მჯერა. ქრისტიანული აღდგომის მწამს. აღდგომა ხელმეორე დაბადების უნივერსალური სიმბოლოა, რაც ახლა ყველას სჭირდება, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა მორწმუნე“ – განაცხადა ანდრეა ბოჩელიმ.
ბოჩელი შეასრულებს რამდენიმე ნაწარმოებს, მათ შორის პიეტრო მასკანის „Sancta Maria“, რომელიც მომღერალმა ჩაწერა 1999 წლის ალბომში „Sacred Arias“.
„წელს აღდგომის დღესასწაული ყველასთვის განსხვავებული იქნება. მხიარულება, რომელიც აღდგომის დღეს თან სდევს, ეპიდემიამ რომელსაც ვებრძვით, შეცვალა. დარწმუნებული ვარ ანდრეა ბოჩელის საოცარი ხმა ყველას „ჩაგვიხუტებს“ რაც ამ პერიოდში ნამდვილად გვჭირდება,“- ამბობს მილანის მერი ჯუზეპე სალა.
ჩრდილოეთ იტალია, მათ შორის მილანი და ლომბარდიის მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია პანდემიის გამო.