BMW OS7-ის უახლეს პროგრამას პირველად 2021 წლის მე-5 სერიის ავტომობილში გამოიყენებს.
ოპერაციული სისტემის ახალი თვისებების საშუალებით, BMW-ს შეუძლია, მძღოლი გააფრთხილოს მოსალოდნელ საფრთხეებზე და, ასევე, ინფორმაცია მიაწოდოს მას მოლიპული გზის შესახებ.
ისეთი დამატებითი თვისებების გააქტიურება, როგორიცაა მოწინავე მძღოლების დახმარების, სპორტული გამონაბოლქვის გამაძლიერებელი ხმებისა და სავარძლების გათბობის სისტემა, ერთი თვიდან სამ წლამდე ვადაში იგეგმება.
სავარძლის გათბობისა და სხვა ახალი სისტემების დამონტაჟება მანქანის საერთო ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის, მიუხედავად იმისა, მფლობელი გამოიყენებს თუ არა მათ მომავალში. სისტემები გააქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მფლობელი შეიძენს და ჩამოტვირთავს შესაბამის პროგრამას მობილურში.
BMW-ის მფლობელებს შეუძლიათ ზამთარში, სამი თვის განმავლობაში, სავარძლების გათბობის სისტემის ღირებულება გადაიხადონ, ხოლო მანქანის მომდევნო მფლობელს შეეძლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა განახლებული პროგრამის გადმოწერა, შეძენა და დამატებითი ფუნქციის გააქტიურება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალი ფუნქციის ღირებულება რეგულარული გამოწერის ნაცვლად, ერთჯერადი იქნება. ამასთან, მომხმარებლებს შეეძლებათ, აირჩიონ უფასო ერთთვიანი სატესტო ვერსია.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ იმუშავებს ახალი სისტემა ან რა იქნება მისი საფასური.
BMW ახალი ოპერაციული სისტემის ფუნქციების ფართოდ გამოყენებასა და გააქტიურებას გეგმავს, რაც საკმაოდ დიდი ნახტომი იქნება ავტოინდუსტრიაში.
წყარო – forbes