BLC: COVID-19 და სამართლებრივი ზეგავლენა ბიზნესის ფუნქციონირებაზე

იურიდიულმა ფირმამ BLC მოამზადა ანგარიში „საქართველო – კორონავირუსი (COVID-19) და მისი სამართლებრივი ზეგავლენა ბიზნესის ფუნქციონირებაზე.“ 

კორონავირუსის კრიზისი და მის ფონზე ადგილობრივი ბიზნესისთვის გამოწვეული მოსალოდნელი რისკები მოითხოვს იმ სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შეფასებას, რაც შესაძლოა შემუშავებულ იქნეს არსებული მდგომარეობის გადასაჭრელად.

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს პრაქტიკული მიდგომებისა და რეკომენდაციების მიმოხილვას, ადგილობრივი ბიზნესის და დამსაქმებლების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან/და ეკონომიკური რისკების თავიდან აცილების ან/და შემცირების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან სახელმწიფოს მიერ მიღებული სხვა ზომების საფუძველზე COVID-19 შრომითი ურთიერთობების მიზნებისათვის მიჩნეულ იქნება როგორც „ფორს-მაჟორული“ გარემოება და აღნიშნული გამოიწვევს შრომითი ურთიერთობების შეჩერებას, დამსაქმებლებს შეეძლებათ შეაჩერონ შრომითი ანაზღაურების გაცემა შესაბამისი პერიოდით. „ფორს-მაჟორის“ კონკრეტული შედეგები ასევე დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებული სპეციალური ზომების ფარგლებზე.