როგორ მოვუაროთ თმასა და თავის კანს შემოდგომაზე

შემოდგომაზე, ზაფხულის ცხელი სეზონის შემდეგ, თმა კარგავს ბზინვარებას და ხშირად გვიუხეშდება კიდეც. ტემპერატურის ცვლილება კი აშრობს თავის კანს, იწყება თმის ცვენა და ჩნდება ქერტლი. ასეთ დროს, თავის კანის და თმის მოვლის მთავარი ამოცანაა თავის კანის დატენიანება, თმის ბოჭკოების აღდგენა და ზამთრისთვის მათი მომზადება.

MARTIDERM / HAIR SYSTEM

თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები

მის შემადგენლობაში შემავალი თმის ზრდის 3GF ფაქტორი, აფერხებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას. ანდროგენულ ალოპეციაზე მოქმედების ეფექტურობა 68%-ია, თმის ცვენის შეჩერება – 87%, თმის სტუქტურის გაუმჯობესება კი – 84%.

თმის სიმტკიცე და სიძლიერე – 80%.

შემადგენლობა: თმის ზრდის 3GF და CLA კომპლექსი.

გამოყენება: დაივარცხნეთ თმა 2 წუთის განმავლობაში. ამპულაზე მოათავსეთ აპლიკატორი და მთლიანი შემადგენლობა შეიზილეთ თმის ძირებში.

კოლოფშია 14 ამპულა.

MARTIDERM / HAIR SYSTEM

თმის ცვენის და თმის დაბერების საწინააღმდეგო შამპუნი

განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის.

გამოყენება: ცვენისა და თმის დაბერების საწინააღმდეგოდ. იცავს სკალპს. თმას მატებს სიმტკიცეს, ბზინვარებასა და მოცულობას.

შემადგენლობა: თმის ზრდის ფაქტორი 3GF და ჰიალურონის მჟავა.

მოცულობა: 200 მლ.

დამზადებულია ესპანეთში.

MIZON SALON MASTER HAIR CLINIC

თმის აღმდგენი ბალზამი

აღადგენს დაზიანებულ თმას და აძლიერებს მის სტრუქტურას. მკურნალობს თავის სკალპს. ხელს უწყობს თმის ბუნებრივ და ჯანსაღ ზრდას.

რეკომენდებულია ყველა ტიპის თავის კანისთვის.

გამოყენება: შამპუნით დაბანის შემდეგ დაიტანეთ ნამიან თმის ძირებზე და მასაჟური მოძრაობით გადაინაწილეთ ბოლოებისკენ. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. შედეგი არის მომენტალურად. თმა ხდება მოცულობითი, ფაფუკი და ბზინვარე.

მოცულობა: 150 მლ.

BIODERMA / NODÉ DS+

ქერტლის საწინააღმდეგო, სამკურნალო შამპუნი

რეკომენდებული მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ნაზად წმენდს სკალპს, აშორებს ქერტლს და ხელს უშლის მის ხელახალ წარმოქმნას. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება.

Nodé DS+ შამპუნის ეფექტურობა დაკავშირებულია მის შემადგენელ DSactive® პატენტთან, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედება. ერთი მხრივ იგი აფერხებს ქერტლის გამომწვევ – Malassezia საფუარა სოკოს გამრავლებას, ხოლო მეორე მხრივ კი ამცირებს ცხიმის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს სოკოს გავრცელებას.

შამპუნის შემადგენელი კერატომარეგულირებელი აგენტები უზრუნველყოფენ ქერტლის მოცილებას. დამამშვიდებელი ინგრედიენტების მოქმედებით კი შამპუნი გამოყენებისთანავე ამცირებს ქავილის შეგრძნებას.

D.A.F პატენტი წარმოადგენს ბუნებრივ კომპლექსს, რომელიც აძლიერებს მგრძნობიარე თავის კანის ბარიერულ ფუნქციას.

ინტენსიური მკურნალობა მოიცავს 3 კვირას: ნაზად შეიზილეთ შამპუნი თმაში, აიქაფეთ და შემდგომ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა, გაიჩერეთ შამპუნი თავზე 5 წუთის განმავლობაში და შემდგომ ჩამოიბანეთ.

მოარიდეთ თვალთან კონტაქტს.

BIODERMA / NODÉ G

შამპუნი ცხიმიანი თმისთვის

შეიცავს კალციუმს. მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმის გამოყოფას. მატებს თმას ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს.

 

BIODERMA / NODÉ

შამპუნი რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის, მთელი ოჯახისთვის

ნაზად წმენდს თავის კანს, უბრუნებს თმას ბზინვარებას, არ შეიცავს სინთეზურ საშუალებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება: სამკურნალო შამპუნების შემდგომ პერიოდში.

BIODERMA / NODÉ F

ეფექტურია თმის გასწორებისთვის. აქვს სასიამოვნო სურნელი

შამპუნის გამწმენდ ბაზას წარმოადგენს სურფაქტანტის და არასინთეზური კომპონენტების კომბინაცია, რომლებიც ეფექტურად წმენდს თავის კანსა და თმას ისე, რომ არ ზიანდება კანის ჰიდროლიპიდური შრე და ნარჩუნდება ბიოლოგიური ბალანსი.

BIODERMA / NODÉ P

შამპუნი ძალიან მშრალი თმისათვის

ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.

რეკომენდებულია მშრალი და ძალიან მშრალი თმისათვის, ამშვიდებს თავის კანს, ანიჭებს თმას ბზინვარებას და ჰიპოალერგიულია.

BIODERMA / NODÉ A

დამამშვიდებელი, ყოველდღიური გამოყენების შამპუნი

რეკომენდებულია მგრძნობიარე თავის კანისთვის, თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის. ნაზად წმენდს და ამშვიდებს თავის კანს, არბილებს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას. D-პანტენოლის დამამშვიდებელი და დამატენიანებელი მოქმედება ამცირებს კანთან დაკავშირებული დისკომფორტის შეგრძნებას და აძლიერებს სკალპის ბარიერულ ფუნქციას.

D.A.F. კომპლექსი აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას.

გამოყენება: შეიზილეთ შამპუნი თმაში ნაზად, აიქაფეთ და შემდგომ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა, გაიჩერეთ შამპუნი თავზე 1 წუთის განმავლობაში და შემდგომ ჩამოიბანეთ.

რეკომენდებულია ხშირი გამოყენებისთვის. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს