ტექნიკის მაღაზიები წელიწადში სულ მცირე ორჯერ სთავაზობენ მნიშვნელოვან ფასდაკლებას მომხმარებლებს: შავ პარასკევს და საშობაოდ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერული და მობილური მოწყობილობები, აუდიო აქსესუარები და სათამაშო კონსოლები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ყველაზე ხშირად ყიდულობენ მომხმარებლები.
შავი პარასკევის რუბრიკა ფეხსაცმლებით დავიწყეთ. ამჯერად გთავაზობთ იმ მაღაზიებს, მათ შორის ონლაინ-მაღაზიებს, სადაც შავ-პარასკევს ყველაზე დიდი ფასდაკლებები გველოდება.
Vendoo

ონლაინ-პლატფორმა Vendoo მომხმარებლებს განსხვავებულ შავ პარასკევს სთავაზობს. აქ თქვენ ყოველდღე განსხვავებული პროდუქტი დაგხვდებათ საკმაოდ მსუყე ფასდაკლებებით. პროდუქტებს შორის იპოვით ელექტრო ჩაიდანსაც, მაცივარსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, კულტივატორსაც კი.
ALTA

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ALTA მომხმარებლებს შავ პარასკევს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს კომპიუტერულ და მობილურ ტექნიკაზე. შემოთავაზებულ პროდუქციაში ჭარბობს Apple-ის წარმოებული ტექნიკა.
Zoommer

ტექნიკის მაღაზიამ Zoommer არც მეტი, არც ნაკლები – შავი პარასკევის კვირას დაამთხვია საახალწლო ფასდაკლებების 6 დღეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ მობილურები და აუდიო აქსესუარები.
Metromart

ტექნიკის მაღაზია Metromart თავის მომხმარებლებს ფასდაკლებებს შავ პარასკევს სთავაზობს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და მობილურ მოწყობილობებზე. ფასდაკლებაშია 100-მდე დასახელების პროდუქტი.