#შავიპარასკევი – სად ვიყიდოთ ფეხსაცმელი 👠

შავი პარასკევი წელიწადის საუკეთესო დღეა შოპინგის მოყვარულთათვის. ბევრი ვიფიქრეთ, ყველაზე მეტად რისი შეძენა იქნებოდა სასიამოვნო დიდი ფასდაკლებით. საბოლოოდ შევჯერდით, რომ შავი პარასკევის რუბრიკა ფეხსაცმლებით დაგვეწყო.

თანამედროვე, კომფორტული და დახვეწილი ფეხსაცმელი ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთი ფეხსაცმლის შეძენა ხანდახან ძვირი სიამოვნებაა. რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ წარმოგიდგენთ ფეხსაცმლებს, რომელთა შეძენასაც სოლიდური ფასდაკლებით შეძლებთ.

Vagabond-ის მაღალყელიან ჩექმას 729 ლარის ნაცვლად 365 ლარად შეიძენთ მაღაზიაში Studio By Shoes Gallery.

Nike-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან Air Max 720 ბოტასს 659 ლარის ნაცვლად 460 ლარად შეიძენთ მაღაზიაში AW LAB.

ნუბუკის მასალისგან დამზადებული Geox Calinda შეგიძლიათ 539 ლარის ნაცვლად 380 ლარად შეიძინოთ მაღაზიაში GEOX.

ტყავის შავი ჩექმა Ecco Sartorelle 25 შეგიძლიათ 529 ლარის ნაცვლად 370 ლარად შეიძინოთ მაღაზიაში ECCO.

ყოველდღიური ტყავის ფეხსაცმელი Progetto შეგიძლიათ შეიძინოთ 459 ლარის ნაცვლად 230 ლარად მაღაზიაში Studio By Shoes Gallery.

ტყავის შავ კლასიკურ ფეხსაცმელს Geox Bettanie 439 ლარის ნაცვლად 220 ლარად შეიძენთ მაღაზიაში GEOX.

ყოველდღიურ ტყავის შავ ოქსფორდს 409 ლარის ნაცვლად 205 ლარად შეიძენთ მაღაზიაში ECCO.

კლასიკური კაკაოსფერი ზამშის ფეხსაცმელი შეგიძლიათ 259 ლარის ნაცვლად 130 ლარად შეიძინოთ მაღაზიაში BATA.

შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი 219 ლარის ნაცვლად 110 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში BATA.