black sea-ის ჯაზ ფესტივალი პანდემიის პირობებში

შავი ზღვის ჯაზ ფესტივლის ჩატარება პანდემიის ფონზე ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის მხარდაჭერის გეგმაში შედის. ამ ზაფხულს ფესტივლის რეპერტუარი (line-up) სრულად ქართველი შემსრულებლებით იქნება დაკომპლექტებული.

ფესტივლის ორგანიზატორებმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ წლევანდელი ღონისძიება იქნება “სოლიდარობის გამოხატვა” ადგილობრივი მუსიკალური სცენის მიმართ.

გიორგი კერესელიძის თქმით, მათ შეეძლოთ, ფრენებზე არსებული შეხღუდვებშიც კი დაეორგანიზებინათ უცხოელი არტისტების საქართველოში ჩამოყვანა, თუმცა მიიღეს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ივენთის ჩატარების დადებითი შედეგებით სრულად ესარგებლა ქართველ ჯაზ შემსრულებლებს.

ფესტივალი 21 აგვისტოს გაიხსნება პიანისტი გიორგი მიქაძის წარმოდგენით “MicroBeatZ”, რომელიც შემსრულებლის უახლესი ალბომის ნაწილია.

ფესტივალში მონაწილეობს მიიღებს ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნინო ქათამაძეც ბენდ “Insight”-თან ერთად. ის ჯაზ პიანისტ პაპუნა შარიქაძესთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე.

ფესტივლის მეორე დღეს ახალგაზრდა შემსრულებლების ტრიო (ლუკა თოფურიას ტრიო) და სტეფანე წარუძღვებიან.

ფესტივალი 23 აგვისტოს დაიხურება Young Georgian Lolitaz და MokuMoku-ს მიერ. ფესტივალს ბათუმის ტენისის კლუბი უმასპინძლებს, ისვე უზრუნველყოფს ღონისძიების რეგულაციების შესაბამისად ჩატარებას.

წყარო: agenda