ნეირომეცნიერებმა თაგვის ჰიპოთალამუსში აღმოაჩინეს ნეირონების პოპულაცია, რომლებიც თაგვებში ისეთ ქცევას აკონტროლებენ, როგორიცაა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოქმედებების შენელება ანუ ჰიბერაცია ან დაბუჟება. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს ნერვული ჯაჭვები, რომლებიც არეგულირებენ ამ მდგომარეობას. ამის შესახებ მათ ჟურნალს Nature განუცხადეს.
ექსპერიმენტის საფუძველზე იგივე აღმოჩენა გააკეთეს ცუკუბას უნივერსიტეტში, იაპონიაში. ასეთი პროცესების შესწავლა მეცნიერებას დაეხმარება თავის ტვინის დაზიანების ალბათობის შემცირებაში ინსულტის დროს, ასევე, მკურნალობის ახალი მეთოდების დასანერგად და ნივთიერებათა ცვლისთვის, რადგან, როგორც ცნობილია, ჰიბერაცია ეხმარება დათვებს, ბაყაყებს, კოლიბრებსა და სხვა ცხოველებს კრიტიკული პერიოდის გადატანაში, რომლის დროსაც, საციცოცხლო მაჩვენებლები, გულის ცემა და ორგანიზმის ტემპერატურა მცირდება.
„შევძლებთ ადამინების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას? ეს მეთოდი დაეხმარება ადამიანებს მარსზე გაფრენაში? იმისათვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს ჩვენ უნდა შევისწავლოთ ფუნდამენტური ბიოლოგია, ჰიბერაცია და დაბუჟება ცხოველებში. ჩვენ და სხვა მეცნიერები ვმუშაობთ ამაზე და ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა“ – განაცხადა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეირობიოლოგმა, სინისა ჰრვატინმა.
მეცნიერებმა შეისწავლეს თაგვები, რომლებიც არ განიცდიან ჰიბერაციას, თუმცა აქვთ დაბუჟების შეტევები, როდესაც საკვების სიმცირეს განიცდიან დაბალი ტემპერატურის პირობებში. 22°-ის პირობებში თაგვებს აღენიშნებოდათ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და მეტაბოლიზმის სიჩქარის შემცირება. თაგვებს, რომელთაც საჭმელი საკმარისი რაოდენობით ჰქონდათ, სხეულის ნორმალური ტემპერატურა აღენიშნებოდათ. როდესაც თაგვებში ჰიბერაციის პროცესი დაიწყო, მეცნიერები დააკვირდნენ Fos-ის გენს, რომელმაც ჰიბერაციის დროს გააქტიურებული ნეირონები გამოავლინა.