ჩინური ვიდეოპლატფორმა Bilibili და ევროპული მაუწყებლობა Arte ერთობლივ ნამუშევარს გამოუშვებენ

ჩინური ვიდეოპლატფორმა Bilibili და ევროპული მაუწყებლობა Arte თანაავტორობით წარმოადგენენ დოკუმენტურ ფილმს The Deep Med. ფილმი გადაღებულია წყალქვეშ, მის გადაღებებში კი მონაწილეობდნენ ფრანგული კომპანია LGB და წყალქვეშა ფოტოგრაფი Laurent Ballesta.

ფილმზე მუშაობა 28 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის Arte-ის რეგულარული სამეცნიერო ექსპედიციების დოკუმენტირებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ გადაღებებში მონაწილე ჯგუფმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამაყარა და ადამიანის სხეულის გამძლეობის საზღვრების სრული უგუნებელყოფით 28 დღე გაატარა 120 მეტრის სიღრმეზე ხმელთაშუა ზღვაში.

კომპანიები აცხადებენ, რომ ნამუშევარი მაყურებელს ოკეანის სიღრმეში, ჯერ კიდევ შეუსწავლელ ტერიტორიებზე და ულამაზეს მარჯნის რიფებში, ამოგზაურებს.

photo – realscreen

ფილმის დასრულებული ვერსია 2020 წლის ზაფხულის დასასრულს გასაჯაროვდება, Bilibili კი მისი ჩვენების ექსკლუზიური უფლებით ისარგებლებს ჩინეთში.

აღსანიშავია, რომ გასულ წელს პლატფორმამ Bilibili სრულად იცვალა პროფილი და უფრო მეტად ფოკუსირებული გახდა კომიქსებზე, თამაშებსა და მოკლემეტრაჟიან პროდუქტებზე. შედეგად ის მიმზიდველი გახდა ისეთი ცნობილი კომპანიებისთვის, როგორიცაა Alibaba და Sony. Alibabam-მ Bilibili-ის 8%-იანი წილი იყიდა, ხოლო Sony-მ 400 მლნ დოლარი გადაიხადა 5%-იანი წილისთვის.

დოკუმენტური ფილმები წელს კომპანიის (Bilibili) კონტენტის განუყოფელ ნაწილად იქცა, რამაც 2020 წლის პირველ კვარტალში უკვე საგრძნობლად გაზარდა პლატფორმაზე ნახვების რაოდენობა.