
„ამაზონის“ დამაარსებლის, ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულებამ, ხუთშაბათს, 171.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელია. ამერიკელი ბიზნესმენის ქონება მას შემდეგ გაიზარდა, რაც „ამაზონის“ აქციის საბაზრო ფასი 4.4%-ით, 2878.70 დოლარამდე გაიზარდა.
პირველი რეკორდი, ჯეფ ბეზოსმა 2018 წლის 4 სექტემბერს დაამყარა, როცა მისი ქონების საერთო ღირებულება 167.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. მას მერე, მეუღლესთან განშორების გამო, მას „ამაზონის“ საკუთარი აქციების 4%-ის მაკენზი ბეზოსისთვის გადაცემა მოუხდა. დღეს, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე 56.9 მილიარდ დოლარის ქონებას ფლობს.