თინა ბერუჩაშვილი – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

თინა ბერუჩაშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი კანდიდატია. ის 10 წელია საათავეში უდგას „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“, რომლის მიზანიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალების ხელშეწყობა, რეაბილიტაცია , ფსიქოლოგიური), ადვოკატირება და რესოციალიზაციაა.

თინამ ძუძუს კიბოს დაგნოზის მქონე ქალების საჭიროებებისა და რეაბილიტაციისთვის ბრძოლა 2009 წელს დაიწყო. მან საქართველოს 10 ქალაქში ქალთა თვითდახმარების ჯგუფი ჩამოაყალიბა. ქსელში ამ ეტაპზე 600-ზე მეტი ქალია გაერთიანებული.

თინამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ძუძუს კიბოს სტიგმის დაძლევაში. „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანებული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების შემართება, ისაუბრონ დიაგნოზზე და არ დამალონ ის. კამერების, ფოტოების, თუ რადიო გადაცემის საშუალებით მოყვნენ საკუთარ გამოცდილებაზე, მზაობა გაუზიარონ საზოგადოებას საკუთარი ცოდნა დაავადების შესახებ, დაეხმარონ სხვა ქალებს მსგავსი დიაგნოზით – თინა ბერუჩაშვილის 10 წლიან საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც თან ახლავს კლუბში გაწევრიანებული მრავალი ქალის გამარჯვების ისტორია.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე თინა ბერუჩაშვილის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.