მსოფლიოს ქუჩებში, განურჩევლად ქვეყნისა, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილს ვხვდებით. ამ ქვეყნებს საქართველოც არ ჩამორჩება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიდან წლამდე, ჩვენს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილები უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ტექნოლოგიურად დახვეწილი ხდება.
გამორჩეული ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში ამ განვითარების ტემპს ხელს უწყობს და უფრო ავითარებს, თბილისის სადილერო ცენტრში წარმოდგენილი დახვეწილი საავტომობილო ხაზით. ბენტლის უახლესი მოდელი FLYING SPUR უკვე საქართველოშია. ამ სიახლის საფუძველზე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ 2020 წელი ქართული საავტომობილო ბაზრისთვის გახდება ერთ-ერთი აღსანიშნავი.
ბენტლის ეს დახვეწილი, სრულიად ახალი, მესამე თაობის გრან ტურერი მდიდრული ავტომობილების მოყვარულებს სთავაზობს შესრულებაზე ორიენტირებულ სისწრაფესა და ოთხ-კარიანი ლიმუზინისთვის დამახასიათებელ კომფორტს. ამიერიდან ეს უნიკალური საავტომობილო შედევრი ქართულ საავტომობილო ბაზარს გაამდიდრებს და შემატებს იმ იშვიათ შესაძლებლობას, რასაც კომფორტული მდიდრული გადაადგილება ჰქვია. საქართველო ერთ-ერთი პირველია რეგიონში, სადაც ბენტლის ეს უახლესი მოდელი იქნება წარმოდგენილი.
ახალი BENTLEY FLYING SPUR თავისი წინამორბედისგან მხოლოდ დასახელებას ატარებს. ის სრულიად განსხვავებულია მისგან, არის უფრო კომფორტული და გადაადგილებისათვის მოსახერხებელი. ერთი შეხედვითა და მისი პირველადი გაცნობით, მარტივად რჩება შთაბეჭდილება, თუ რამდენად კარგად არის ის მორგებული, როგორც მძღოლზე, ასევე მგზავრის კომფორტზე. ახალი მოდელი აღჭურვილია გაუმჯობესებული 6-ლიტრიანი ორმაგი ტურბო 12 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ავითარებს 635 ცხენის ძალას და 900ნმ ბრუნვად მომენტს. ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარე სპიდომეტრზე აღწევს 333 კმ/სთ-ს, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია 3,8 წამში.
მისი თვალისმომჭრელი ექსტერიერიდან მკვეთრად აღსანიშნია ბენტლიში პირველად გამოყენებული მოძრავი ელექტრონული ბენტლის ლოგო, მფრინავი «B», რომელიც ავტომობილის ქიმს ამშვენებს. წინა ნაწილს ასევე გამოარჩევს მისი ახალი ფორმის ცხაურები და წინა ბროლის მოყვანილობის ფარები.
ავტომობილის დახვეწილ ინტერიერს, სრულიად ბუნებრივი მასალით შესრულებულს, კიდევ უფრო განსაცვიფრებელს ხდის სრული ზომის პანორამული ჭერი, რომელსაც გარე სამყაროს და ბუნების ხიბლი ავტომობილის ინტერიერში ჭარბად შემოაქვს. სრულიად ახალი რელიეფური ტყავის სავარძლები და კარის შიდა ნაწილი, რომელიც ე.წ ბრილიანტის ფორმის ნაკერით არის შექმნილი, ასევე წარმოადგენს კიდევ ერთ უნიკალურობას. მის წინა ნაწილში მოთავსებული ცვალებადი დისპლეი გთავაზობთ სამ ვარიაციას, შპონით მოპირკეთებას, 12,3 ინჩიან ეკრანს და ბრეიტლინგის(Breitling) საათების პანელს შორის.
სრულიად ახალი Flying Spur, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არის ლუქს კატეგორიის ავტომობილების სეგმენტის ლიდერი. მძღოლის დამხმარე სისტემები (DAS) მოიცავს ღამის ხედვის ინფრაწითელ კამერას, მოძრაობის ასისტენტს (Traffic Assist), Blind Spot გამაფრთხილებელს და Head-Up მაჩვენებელს. Advanced Connectivity ფუნქციები მოიცავს ინტეგრირებულ Wi-Fi კავშირს, რომელიც ეხმარება მძღოლს რეალურ დროში ფუნქციების და სერვისების გამოყენებაში.
ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიული, მცირე დოზით, აღწერაა იმ ემოციებისა, რომელსაც ავტომობილი მართვის დროს გვაძლევთ. ის დაუვიწყარი გამოცდილება, რომელსაც ბენტლის საჭესთან მჯდომი ან მისი მგზავრი იღებს, ყოველთვის იქნება ის რასაც ავტომოყვარულები ამ მდიდრულ ბრენდში იპოვიან.
აღსანიშნავია, რომ ბენტლი არის მსოფლიოში ყველაზე სასურველი ლუქს საავტომობილო ბრენდი, რომლის სათაო ოფისი სრული შემადგენლობით, რაც მოიცავს წარმოებას, განვითარებას, დიზაინს სამეცნიერო კვლევებს და შემუშავებას, მდებარეობს ინგლისის ქალაქში ქრუ (Crewe). ეს ბრენდი აღფრთოვანებას იწვევს თავისი გამორჩეული მიდგომით ავტომობილებისადმი, რაც გულისხმობს სრული დატვირთვით ხელით მუშაობას, ოსტატობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და საინჟინრო მრავალწლიანი გამოცდილების, მოწინავე ტექნოლოგიებთან კომბინაციაში, წარმატებულად გადმოცემის უნარს. ქარხანაში დასაქმებული 4,000 ადამიანი ნამდვილად ქმნის ბრიტანული წარმოების საუკეთესო მაგალითს.