„დასაწყისი“ – დეა კულუმბეგაშვილის ფილმის ტრიუმფი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

„სან სებასტიანის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილმა ქართულ-ფრანგულმა ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა.

Photo Credits to GNFC

დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევარმა „დასაწყისი“ საუკეთესო სცენარის (რატი ონელი, დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციებში გაიმარჯვა. ხოლო საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელმა, ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.

ინფორმაციას როგორც კინოფესტივალის ოფიციალური გვერდი, ისე ქართული კინოცენტრი ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სექციაშიც დასახელდა. კორონავირუსის პანდემიის გამო სექციები საკონკურსო არ ყოფილა და ოფიციალურ პროგრამაში მოხვედრილი ფილმები სხვადასხვა, მათ შორის, სან სებასტიანის კინოფესტივალზეც გადანაწილდა.

Forbes Woman-ის ინტერვიუ დეა კულუმბეგაშვილთან.