ცოტა ხნის წინ ბილაინმა მომხმარებლებს ტექნოლოგიური სიახლე eSIM-ი წარმოუდგინა. სმარტფონში ჩატვირთული ვირტუალური სიმ ბარათი ფიზიკურის ექვივალენტია ფუნქციონალურად, თუმცა, ბევრად უფრო მოქნილი. ბილაინმა ახალი მომსახურებით სარგებლობა კიდევ უფრო გაამარტივა და ბაზარზე სერვისი სრულად ციფრული სახით გამოიტანა – ნომრის შეძენა, მისი აქტივაცია და სარგებლობა არცერთ ეტაპზე არ მოითხოვს აბონენტთა მომსახურების ოფისში მისვლას.
რა უპირატესობები აქვს eSIM-ს, როგორ მიიღო იგი ქართულმა ბაზარმა და როგორია გლობალური ტენდენციები – სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა Forbes Woman Georgia „ბილაინის“ როუმინგის და ახალი ალტერნატიული შემოსავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს – თეკლე ცხვედიანს.
თეკლე, რა არის eSim და ტექნოლოგიურად რა სახის უპირატესობა აქვს?
eSIM-ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს. ბილაინის eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
ამ ტექნოლოგიას აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით – ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინ არის შესაძლებელი; ამასთან, eSIM არ იკავებს სმარტფონის მოწყობილობაში ადგილს, რაც მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. და რაც მთავარია, eSIM ერთსიმიანი სმარტფონების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე სიმ ბარათით ისარგებლონ.
რა საფეხურებს გადის მომხმარებელი ფიზიკური სიმ ბარათიდან ციფრულ ბარათამდე?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და განსხვავებული პროდუქტი. გადავწყვიტეთ eSIM – ციფრული ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლამდეც სრულიად ციფრულად მიგვეტანა. ბილაინის აბონენტებს eSIM-ის აქტივაციის არცერთ ეტაპზე არ უწევთ მობილური ოპერატორის ოფისში მისვლა. eSIM-ის გააქტიურება კი შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ – ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით.
ბილაინის ახალი ნომრის შეძენა ან არსებული ნომრის eSIM-ით შეცვლის პროცესიც მარტივი ეტაპებისგან შედგება და მოიცავს: ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სმარტფონის მოდელის მითითებას; დისტანციური ვერიფიკაციისთვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ქონას. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის მფლობელი.
კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებგვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეო ტუტორიალები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის. ცხადია, eSIM-ზე ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა ის სერვისი, რომლითაც სარგებლობდით ფიზიკური სიმბარათის შემთხვევაში.
https://youtu.be/qQRRF7DfjKw
როგორია მომხმარებლის ინტერესი ახალი სერვისის მიმართ და ვის შეუძლია ისარგებლოს eSIM-ით?
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, პროდუქტი თუ სერვისი იყოს მარტივად გასაგები და მოხმარებადი, წყვეტდეს კონკრეტულ ამოცანას და უქმნიდეს დამატებით ღირებულებას. eSIM კი ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს.
ბილაინის eSIM-მა აბონენტების ინტერესი და ყურადღება უკვე დაიმსახურა, რაც პოზიტიურად აისახა აქტივაციების რაოდენობაზეც. უკუკავშირი დადებითია, განსაკუთრებით აღნიშნავენ eSIM-ის აქტივაციის პროცესის კომფორტულობას და სიმარტივეს. გარდა ამისა, არაერთ აბონენტს მიეცა შესაძლებლობა გამოეცადა ბილაინის სერვისი პორტირების გარეშე. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, რომლის სმარტფონსაც eSIM-ის მხარდაჭერა აქვს. ასეთი მოდელების რიცხვი კი ნამდვილად დიდია.
გლობალური ტენდენცია როგორია ამ მიმართულებით?
eSIM არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზრებზეც სიახლედ ითვლება. ის ბევრ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანაშიც ახლა იკიდებს ფეხს. უნდა აღინიშნოს, რომ eSIM-ის, როგორც პროდუქტის ცნობადობა ძალიან სწრაფად იზრდება. მომხმარებლები აფასებენ ინოვაციური პროდუქტის ღირებულებას და დამატებით კომფორტს, რომელიც ამ პროდუქტს უკავშირდება. დროთა განმავლობაში eSIM-ის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ყოველწლიურად მწარმოებლები გვთავაზობენ ახალ მოდელებს გაუმჯობესებული მხარდაჭერით. ვფიქრობ, რომ eSIM მალე გახდება ყოველდღიურობის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორიც დღეს ფიზიკური სიმ ბარათებია.
როგორ აისახება ახალი პროდუქტის დანერგვა როუმინგის სერვისზე?
eSIM მოგზაურებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ როგორც როუმინგის, ისე ადგილობრივი მობილური ოპერატორის სერვისით. ეს კი დამატებითი კომფორტი და ბიუჯეტის დაზოგვის საშუალებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბილაინის ვირტუალური სიმ ბარათი ძალიან მოსახერხებელია საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ ქვეყანაში ჩამოსვლამდე შეიძინონ ბილაინის eSIM. საზღვრის გადმოკვეთისას კი აღარ სჭირდებათ ნომრის შესაძენად დროის დახარჯვა ან დოკუმენტების გაფორმება ოფისებში, რადგან უკვე აქტიური ნომერი აქვთ, რომლით სარგებლობაც უპრობლემოდ შეუძლიათ. გარდა ამისა, ტურისტი როგორც წესი, თავისი ქვეყნის მობილური ოპერატორის აბონენტია. ვირტუალური ბარათის დახმარებით, მას არ აქვს აუცილებლობა, ფიზიკური სიმ ბარათი ამოიღოს სმარტფონიდან და ის ქართულით ჩაანაცვლოს – eSIM შესაძლებლობას გვაძლევს ვიქონიოთ ერთდროულად რამდენიმე ნომერი.