ბილაინი DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორ Digital Virgo-ის პარტიორი გახდა

ბილაინმა ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, პარტნიორობა დაიწყო ერთ-ერთი დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Digital Virgo. თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები.

პირველი ასეთი პროდუქტი Playweez უკვე ხელმისაწვდომია. ის წარმოადგენს მობილური თამაშების პორტალს, სადაც მომხმარებელს შეუძლება სასურველი პრემიუმ თამაშებით ონლაინ ისარგებლოს. აბონენტმა აღნიშნული  სერვისის გამოსაწერად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი უნდა გაიაროს:

  • აბონენტი ინტერნეტში ხედავს პროდუქტის განთავსებულ სარეკლამო ბანერებს, აწვება ბანერს და გადადის პროდუქტის გვერდზე  
  • პროდუქტის გვერდზე აღწერილია მასთან დაკავშირებული პირობები და აღნიშნულია, რომ ხდება პროდუქტის გამოწერა დღეში 1 ლარად. ხოლო მისი საფასური აბონენტს მობილური ბალანსიდან ჩამოეჭრება.
  • თუ აბონენტი დააწვება „გამოწერის“ ღილაკს, ამ შემთხვევაში იგი გააქტიურებს სერვისს და ყოველკვირეულად ჩამოეჭრება 1 ლარი, შედეგად მიიღებს წვდომას თამაშების პორტალზე და ეტაპობრივად შეძლებს ინგლისური ენის შესწავლას წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.
  • თუ აბონენტს მოუნდება რომ გააუქმოს გამოწერა, უნდა გააგზავნოს SMS  ტექსტით STOP PW ნომერზე 1408 (აღნიშნულის შესახებ გამოწერის შემდეგ მიიღებს SMS-ს)

ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას. კომპანია აქტიურად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს მუდმივად სთავაზობს განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს. კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტოს მათი საჭიროებები.