2GB მობილური ინტერნეტი და ენის შემსწავლელი პლატფორმა Busuu -ს პრემიუმ პაკეტი მხოლოდ 11 ლარად

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი, მის მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს. მხოლოდ 11 ლარად თვეში, ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 2GB მობილური ინტერნეტითა და უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტით.

პროდუქტით სარგებლობისთვის: 

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე: http://bit.ly/Busuu_plus_2GB; გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, იაქტიურებს ხსენებულ მომსახურებას რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს პრომო კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციასBusuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში, ველში „Redeem a voucher” შეყავს მიღებული კოდი. მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი ერთი თვით;
  • მომსახურების აქტივაციების რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია.

Busuu უცხო ენების შესწავლის  პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით. Busuu უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც მოცემულ ენას ბუნებრივად ფლობს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ რესურსებსა და კონტენტზე.