მოახლოებული ზამთარი და სიცივე, პირველ რიგში, ჩვენს კანს აზიანებს. როდესაც ტემპერატურა ეცემა და ტენიანობა მკვეთრად იცვლება, კანი საკმაოდ მგრძნობიარე და დაუცველი ხდება ‒ გვიუხეშდება, გვიშრება და დაზიანებაც ხშირად გრძელვადიან პრობლემად იქცევა ხოლმე. დაზიანებული კანის მკურნალობა კი ყოველდღიურ გამოწვევად რჩება, ვინაიდან თხელდება ჰიდროლიპიდური საფარი და კანი კარგავს ელასტიურობას. სწორედ ამიტომ, შემოდგომის მიწურულს, ყველაზე სათუთ მოვლას სწორედ სახის კანი საჭიროებს.
როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზამთრისთვის და როგორ ავირიდოთ თავიდან ზემოთ აღნიშნული პრობლემები?
წარმოგიდგენთ მიზონისა და მისშას სახის მოვლის პროდუქტების ნაკრებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანის კვებასა და დატენიანებას:
მიზონი ვიტამინი C: ამპულა/შრატი 30 მლ.
შეიცავს ვიტამინ C-ს (19%) და საუკეთესო ანტიოქსიდანტური საშუალებაა დაბერების პროცესის შესაფერხებლად.
მიზონი PORE FRESH პილინგის ფირფიტები: (ცხიმიანი – კომბინირებული კანის) 30 ცალი (200 მლ.)
ტონიკით გაჟღენთილი მწვანე ფირფიტები მატებს კანს ტენიანობას, ანიჭებს მას გლუვ და ერთგვაროვან იერს. შეიცავს პანთენოლს და ალანტოინს, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას და სიწითლეს. მწვანე ჩაის, ალოე ვერასა და პროპოლისის ექსტრაქტს კი აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
3–1-ში კანის სრული წმენდა აშორებს კანიდან მაკიაჟსა და ყოველდღიური ჭუჭყის ნარჩენებს დაბანამდე და მის შემდეგ.
შეიცავს AHA+BHA+PHA მჟავას, რომელიც სათუთად აცილებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, ასევე არეგულირებს კანის PH ბალანსს.
გამოყენება: სათუთად გაიწმინდეთ სახე ფირფიტის რელიეფური მხრიდან (მოარიდეთ თვალის არეს).
მიზონი PORE FRESH პილინგის ფირფიტები: (მშრალი კანის) 30 ცალი (200 მლ.)
ტონიკითა და ჰიალურონის მჟავით გაჟღენთილი ფირფიტები მატებს კანს ტენიანობას, ანიჭებს თქვენს მშრალ და მგრძნობიარე კანს ტენს და ელასტიურობას.
3–1-ში კანის სრული წმენდა აშორებს კანიდან მაკიაჟსა და ყოველდღიური ჭუჭყის ნარჩენებს დაბანამდე და მის შემდეგ.
შეიცავს AHA+BHA+PHA მჟავას, რომელიც სათუთად აცილებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, ასევე არეგულირებს კანის PH ბალანსს.
გამოყენება: სათუთად გაიწმინდეთ სახე ფირფიტის რელიეფური მხრიდან (მოარიდეთ თვალის არეს). გამოყენების შემდეგ ფლაკონი კარგად დახურეთ, რათა თავიდან აიცილოთ ფირფიტების გამოშრობა.
მისშას პროდუქციის ნაკრები ვიტამინი C-ს შემცველობით
ნაკრები რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის პიგმენტური, აკნესშემდგომი და ასაკობრივი ლაქების სამკურნალოდ.
შედგება: დასაბანი ქაფი 20 მლ., ტონერი 15 მლ., შრატი 30 მლ., კრემი 50 მლ.
ქაფი შეიცვას თეთრ თიხას და ვიტამინ C-ს – აშორებს კანს ჭუჭყს და ჭარბ ცხიმს.
ტონერი შეიცავს ვიტამინ C-ს (99%) და PHA-ს (პოლიჰიდროქსიდ მჟავა) – აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. ხელს უწყობს ახლის წარმოქმნას.
შრატი – შედგება ვიტამინებით გაჯერებული ლიპოსომური ვიტამინ C-ს ფორმულისგან. კანის ღრმა ფენებს აწვდის აქტიურ ვიტამინ C-ს (99%) და კოლაგენს, ასევე უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ერთგვაროვან ფერს.
კრემი უზრუნველყოფს კანის კვებასა და დატენიანებას, ანიჭებს კანს ნათელსა და ჯანსაღ ფერს.
ვიტამინი C გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ამცირებს კანზე გამოხატულ პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს და აუმჯობესებს კანის ფერს.
მისშას ნაკრები TIME REVOLUTION ALL DAY
სამმაგი მოქმედების მულტიფუნქციური სახის კრემი რეკომენდებულია კანის ფერის გასაუმჯობესებლად. ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, UV filter (SPF16 PA ++).
კრემი შექმნილია სპეციალური ტექნოლოგიით.
PRO FERMENT ALPHA: ეს არის ორმაგი ფერმენტაციის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალი და დაბალი ტემპერატურის მონაცვლეობა, შედეგად ხდება კანში უფრო ადვილად შეღწევადი ფოსფოლიპიდების ტრანსფორმირება.
ნაკრებში შემავალი ესენცია უნიკალურია თავისი შემადგენლობით და ადვილად აღწევს კანში, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ინტენსიურად ატენიანებს კანს.
გამოყენება: ესენცია გამოიყენება ტონიკის ან კანის გასუფთავების შემდეგ რუტინაში, ხოლო კრემი დღის რუტინის ბოლო ეტაპზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!