BBC INDIA ინდოეთის წლის სპორტსმენი ქალის კონკურსით ბრუნდება

BBC-მ დააანონსა ინდოეთის წლის სპორტსმენი ქალის კონკურსის დაბრუნება. ეს კონკურსი აღმოაჩენს ინდოეთის საუკეთესო ქალ სპორტსმენებს.

BBC-ის 2020 წლის ინდოელი სპორტსმენი ქალი  (ISWOTY) შეირჩევა სპორტული ჟურნალისტების, ექსპერტებისა და BBC-ის რედაქტორების მიერ. „მოხარული ვარ, რომ BBC-ის ინდოეთის წლის სპორტსმენი ქალის ჯილდო მეორედ ტარდება. ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალი სპორტსმენების აღმოსაჩენად და მოხარული ვარ, რომ BBC ამ აღმოჩენების გზის სათავეშია,”- თქვა ტიმ დევიმ, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა.

გასულ წელს, ინდოელმა ბადმინტონის მოთამაშემ PV Sindhu-მ მოიგო BBC ISWOTY-ის პირველი პრემია. „ეს ჯილდო მიზნად ისახავს საუკეთესო სპორტსმენი ქალის გამოვლენას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სპორტში, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის,” – თქვა რუპა ჯჰამ, BBC-ის ინდური ენის სერვისების ხელმძღვანელმა. PV Sindhu-ს ასევე მიენიჭა ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო ინდურ სპორტში შეტანილი წვლილისა და სპორტსმენთა თაობების ინსპირირებისთვის. ამ ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებულიც მიიღებს.

შერჩეული ხუთი კანდიდატი გამოცხადდება 2021 წლის 8 თებერვალს, ხოლო, ამ წლის გამარჯვებული 2021 წლის მარტში.

წლევანდელი BBC ISWOTY ასევე გამოირჩევა “Sports Hackathon-ით”, რომელშიც ჟურნალისტიკის მრავალენოვანი სტუდენტები, მთელი ინდოეთიდან, შექმნიან ვიკიპედიის ახალ ჩანაწერებს ინდოეთის სპორტსმენ ქალებზე შვიდ სხვადასხვა ენაზე – ინგლისური, ჰინდი, გუჯარათი, მარათჰი, პენჯაბური, თამილი და ტელუგი. აღნიშნული კამპანიის მიზანი ინდოელი სპორტსმენი ქალების ონლაინ ცნობადობის გაზრდაა.