ევროპის უმსხვილესი ბანკები რეცესიის შესამსუბუქებლად კიდევ რამდენიმე მილიარდს გამოყოფენ

photo – Jason Leung

ევროპის სამი უმსხვილესი ბანკი მიმდინარე ეკონომიკური რეცესიით გამოწვეული დეფიციტის დასაფარად დამატებით მილიარდებს გამოყოფს. მათი განცხადებით, მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ისინი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კლებას ვარაუდობენ.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Barclays (BCS), Deutsche Bank (DB) და Banco Santander (SAN) – ის მიერ მეორე კვარტალში კორონავირუსული პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური დანაკარგის შესასუსტებლად ჯამში, დაახლოებით, $6.6 მილიარდია გამოყოფილი. სამმა უძლიერესმა ევროპულმა კრედიტორმა სესხის მსურველთათვის 2020 წელს, დაახლოებით, 14,5 მილიარდ აშშ დოლარი გამოყო.

გასულ კვირას ევროპელი ლიდერები 2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტზე შეთანხმდენენ და ისაუბრეს ეკონომიკის აღდგენის პაკეტზე. დაახლოებით, 750 მილიარდი ევრო (880 მილიარდი დოლარი) ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება, რადგან მან განსაკუთრებით დიდი ზიანი განიცადა. ევროკომისიამ ამ თვის დასაწყისში ევროკავშირის მშპ-ის შემცირებაც ივარაუდა. მომავალი წელს კი ექსპერტები 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებენ.