გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი თანახმაა მთავრობაზე დროებითი სესხი გასცეს, თუ ეს კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული ხარჯების დასაფარად გახდება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკის წარმომადგენლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები მონეტარული დაფინანსებისა და მთავრობის დასახმარებლად ფულის მუდმივი ბეჭდვის მიმართ. ისინი ამ ქმედებებს კრიზისიდან გამოსავლად არ განიხილავდნენ.
„სწორედ მონეტარულმა დაფინანსებამ გამოიწვია ჰიპერინფლაცია 1920-იანებში გერმანიაში და მოგვიანებით ზიმბაბვეში“-განაცხადა ინგლისის ბანკის მმართველმა.
ცენტრალური ბანკში ამბობენ, რომ ისინი გასცემენ მხოლოდ მოკლევადიან სესხს, რომელიც მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე უნდა დააბრუნოს. ეს თანხა იქნება მხოლოდ დამატებითი წყარო კრიზისულ სიტუაციაში ბაზრის გამართული მუშაობის ხელშესაწყობად.