BAG-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჰყავს – მარიანა მორგოშია

2021 წლის 24 ივნისს BMG-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ მარიანა მორგოშიასთან, რომელმაც თავისი ახალი ხედვის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია 90-ზე მეტ ბინზეს ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს წარმოადგენს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი მისია წევრების გაერთიანებით ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბიზნესგარემოს გაუმჯოებესებაა. მარიანა მორგოშია ასოციაციაში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და მრეწველობის მიმართულებებს გაუწევს კოორდინაციას. 

როგორც BAG-ის აღმასრულებელმა დირექტრომა განაცხადა, მარიანა მორგოშია ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. „ამასთან, მარიანა მორგოშია რჩება იმ პოზიციაზე, სადაც იყო, ის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია და შესაბამისად, ჩვენთან ამ მიმართულებებსაც ჩაიბარებს და გაუძღვება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან ინტერვიუში.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ინტერვიუში ისაუბრა ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და გამოკვეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა: ბიზნეს სუბიექტებში საკმარისი პერსონალის ნაკლებობა. ეს პრობლემატიკა ორ ჭრილში იქნა განხილული: მოკლევადიანსა და გრძელვადიანში. ისეთ პრობლემებს, რომლებიც სასწრაფოდ გადაწყვეტას საჭიროებს, მოკლევადიანი უწოდა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ხაზი გაუსვა იმას, რომ სამუშაოა განათლების და პროფესიული განვითარების მიმართულებით. მწარმოებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებზე („ჰაიდელბერგი“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“, „ჯეოსთილი“, „კნაუფი“, „კაპაროლი“) მარიანა მორგოშიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოციაცია დაკავებულია ადგილობრივი მწარმოებლის ადვოკატირებით. 

„მწარმოებლებს, ცალკე განსაკუთრებული პრობლემები აქვთ, რომლის წარმოდგენა და დაცვა ჩვენნაირი ასოციაციის მთავარი ფუნქციაა. მარიანა მორგოშიას მოსვლა ჩვენს გუნდში ნიშნავს, რომ მწარმოებელთა ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ასოციაციისთვის“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.