ბრიტანეთის ავიახაზები „ცის დედოფლის“ სახელით ცნობილ თვითმფრინავ ბოინგ 747-ს საოპერაციო საქმიანობაში აღარ გამოიყენებს.
პირველი ბოინგ 747-ის ფრენა 1969 წლის თებერვალში შედგა და 50 წლის განმავლობაში 3.5 მილიარდ მგზავრს მოემსახურა. დღევანდელი მონაცემებით, ეს მოდელი ბრიტანეთის ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტის 10 პროცენტს შეადგენს.

ავიაკომპანია მომავალი ფრენების განხორციელებას შედარებით თანამედროვე და ეკონომიური თვითმფრინავებით გეგმავს, როგორებიცაა, მაგალითად, ახალი A350s და 787s. British Airways-ის ეს გადაწყვეტილება ემსახურება კომპანიის მიზანს 2050 წლისთვის CO2-ის გამოყოფა მნიშვნელოვნად შეამციროს.