შვედეთში Avicii-ის მუზეუმი იხსნება

2021 წელს სტოკჰოლმში შვედი დიჯეისა და მუსიკოსის, Avicii-ის, მემორიალური მუზეუმი იხსნება. როგორც ჟურნალი RollingStone იუწყება, მუზეუმი სახელად „Avicii Experience“ სტუმრებს კიდევ უფრო დაახლოებს და უკეთ გააცნობს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილ მუსიკოსს, ისე შედარებით უცნობ პიროვნებას – ტიმ ბერგლინგს.

Photo Credits to Avicii AB

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი საინტერესო იქნება არა მხოლოდ Avicii-ის გულშემატკივრებისთვის, არამედ, ზოგადად, პოპკულტურის მოყვარულებისთვისაც, რადგან დამთვარიელებელი სამუზეუმო ტურის განმავლობაში შეძლებს ზუსტად მიყვეს არტისტის ცხოვრებას უცნობი მუსიკოსობიდან ცნობილ ვარსკვლავობამდე. ისინი გაეცნობიან ლოს-ანჯელესის სტუდიის დეტალებს, სადაც რეალურად დაიბადა Avicii-ის ყველაზე დიდი ჰიტები და, ასევე, მიიღებენ უცნობ ინფორმაციას მომღერლის წარმატებული კოლაბორაციების შესახებ.

მუზეუმი ბევრ სიურპრიზს ჰპირდება სტუმრებს. ერთ-ერთი მათგანი კი არტისტის ყველაზე ცნობილი ჰიტის, სახელად „Levels“, გამოუქვეყნებელი, ადრეული ვერსიის გაცნობაა.

შეგახსენებთ, რომ ტიმ ბერგლინგი 2018 წელს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდგომ მისმა ოჯახმა დააარსა „ტიმ ბერგლინგის ფონდი“, რომელიც თანხას სხვადასხვა დაავადებების, განსაკუთრებით კი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, აგროვებს. მუზეუმიდან შემოსული თანხის ნაწილიც სწორედ ამ ფონდში გადაირიცხება.