ლათინური ამერიკის მეორე უმსხვილესი ავიაკომპანია Avianca გაკოტრდა

Photo – businesstraveller

ცნობილმა ავიაკომპანიამ Avianca გაკოტრების შესახებ კვირას განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია იქნება, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს შეეწირა.

მსოფლიოში ფრენების რაოდენობა, პანდემიის გამო, 90%-ით შემცირდა, რამაც პრობლემები ბევრ სხვა კომპანიასაც შეუქმნა. Avianca-ის გეგმური სამგზაფრო ფრენა მარტის შემდეგ არ განუხორციელებია. 20,000 დასაქმებულის დიდი ნაწილი კი ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, Avianca თავისი 100-წლიანი არსებობის მანძილზე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ჯერ არ მდგარა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიას პრობლემები კორონავირუსის კრიზისამდეც ჰქონდა. 2018 წელთან შედარებით, 2019 წლის ბოლოს კომპანიის ვალი 20%-ით იყო გაზრდილი და $4.9 მილიარდს შეადგენდა. Avianca გაკოტრების წინაშე 2000-იან წლებშიც იდგა, თუმცა მაშინ ავიაკომპანია ბოლივიელმა ბიზნესმენმა, გერმან ეფრომოვიჩმა, გადაარჩინა.