“Avengers”- მხოლოდ ქალების შემადგენლობით

კაპიტან მარველის როლის შემსრულებელი ბრი ლირსონი გამოდის ინიციატივით, რომ “Avengers Endgame-ის” შემდეგ Marvel Cinematic Universe-მა მხოლოდ ქალი სუპერგმირებისგან დაკომპლექტებული შურისმაძიებლების შესახებ გადაღებული ფილმი განიხილოს. ლირსონი ამბობს: “სულ იმ იდეაზე ვფიქრობ, რომ ყველა სუპერგმირი ქალი ერთ ფილმში ვიხილო. ყველას ერთ გუნდად მუშაობა იქნება ძალიან დიდი ძალის მაჩვენებელი და საკმაოდ გამორჩეულიც”.
 
ეს არ არის ბრის პირველი ინიციატივა, რომელსაც MCU-ს სთავაზობს. კაპიტან მარველის გადაღებების შემდეგ, მან განაცხადა, რომ LGBT საზოგადოების წარმომადგენელი სუპერგმირის ნახვაც საკმაოდ საინტერესო იქნებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტანი მარველი Marvel-ის კინო სამყაროში ყველაზე ძლიერ სუპერგმირად მოიაზრება. კომიქსებში ასეთ ცალსახა უპირატესობას მას არ ანიჭებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი კაპიტან მარველი, რომელიც სტენ ლიმ 40-იან წლებში შექმნა სუპერმენის ერთგვარ ანალოგად, თავისი შინაარსით გენდერულ პრობლემებს ეხმიანება. ბოლო ეკრანიზაციის მიხედვით კი, Captain Marvel Carol Danverse-ის და Warbird-ის ერთგვარი კომბინაციაა.
 
წყარო: ET CANADA