„ავატარი 2-ის“ გამოსვლის თარიღი დაანონსდა. ფილმი 2022 წლის 16 დეკემბერს უნდა გამოვიდეს. ფილმის გადაღება დასრულებულია, რაც შეეხება „ავატარი 3“-ს, ფილმის 95% თითქმის გადაღებულია.
„ავატარი“ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკური ფილმია. ფილმის იდეის ავტორი, რეჟისორი, ასევე სცენარისტი ჯეიმზ კამერონია. „ავატარი“ არის პირველი მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. 2009 წელს, ფილმის გამოსვლიდან დღემდე აღფრთოვანება არ შეწყვეტილა. „ავატარმა“ საოცრად მოკლე დროში წარმოუდგენელი მოგება ნახა. კამერონის დაპირებისამებრ შემდეგი ნაწილები 2020 წლიდან უნდა გამოსულიყო, მაგრამ კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.
მაშინ, როცა „ავატარის“ დებიუტი შედგა, კონომატოგრაფიაში სხვა ეპოქა იყო: დრო, როდესაც კინოთეატრებში მაყურებლები 3D ფილმებით იყვნენ აღფრთოვანებულები. მაგრამ რა ხდება დღეს? „ავატარი“ ყველა სხვა სამეცნიერო-ფანტასტიკისთვის გახდა ის საწყისი ფილმი, რომელსაც ახალ გადაღებულ ფილმს ადარებენ. წარმატებული ჰოლივუდური ფილმი თვით ჰოლივუდის მომავლად იქცა.
ჯეიმზ კამერონმა დაადასტურა, რომ სიუჟეტის მიხედვით მკვდარი Quaritch პანდორაზე დაბრუნდება. ასევე, ქეით უინსლეტი ითამაშებს „ავატარის“ მეორე ნაწილში, ნა’ავის ტომის, სახელად მეტკაინას, წევრს.