ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო არჩევნები გადადეს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 17 ოქტომბრამდე გადაიწევს.

Photo Credits to NBC News

გადაწყვეტილება უკავშირდება ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალ აფეთქებას, რის გამოც ჩაიკეტა ქვეყნის უდიდესი ქალაქი, ოკლენდი. ოკლენდის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ მასში მცხოვრები 5 მილიონი ადამიანი, რაც ახალი ზელანდიის მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ოკლენდის გარეშე საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე უკმაყოფილება გამოთქვეს ქვეყანაში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რის გამოც პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი დათმობაზე წავიდა და არჩევნების გადადებაზე თანხმობა განაცხადა: ,,17 ოქტომბრამდე საკმარისი დრო ექნებათ პარტიებს, რომ საარჩევნო კამპანია სწორად დაგეგმონ.“

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 280 შემთხვევიდან აქტიური მკურნალობის რეჟიმში 78 ადამიანი რჩება. გარდაცვლილთა რაოდენობა 22-ს აღწევს.