Art Weekend თავისუფალ უნივერსიტეტში

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების პროექტის, Art Weekend-ის ფარგლებში, 7, 8 და 9 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება ლექციები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, გაიმართება კინოჩვენება, გიორგი დადიანის გამოფენა და მუსიკალური წარმოდგენები. ლექციებს ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები წაიკითხავენ. პროექტი წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება.
 
გთავაზობთ სტუმრების სიას:
 
პარასკევი (7 ივნისი)
დათო კოროშინაძე და ნინა ახვლედიანი – „დავით კაკაბაძე – ხელოვნება და მეცნიერება“
Anushka Chkheidze – კინოჩვენება – ჯიმ შვანთე
Trotsky
 
შაბათი (8 ივნისი)
მიშა ჩარკვიანი – „სოციალური და პოლიტიკური თეატრი – იარაღი საკუთარ თავზე და გარემოზე სალაპარაკოდ“
გურამ ღონღაძე – „დევიდ ლინჩის “Twin Peaks”-ის მითოლოგია“
ნიკოს პოდკასტი (feat. Special Guest): „გასართობი დაკვირვებები ქართულ ფილმებზე“
George Marych
ლექსო რატიანი
 
კვირა (9 ივნისი)
ანა კორძაია-სამადაშვილი – „ჯგუფი 47“
ლევან გიგინეიშვილი – „საუბარი ჯერომ სელინჯერის წიგნზე “თამაში ჭვავის ყანაში“
დათო გორგილაძე და სანდრო რაჩკოვსკი – „გრაფიკული ნოველები – ლიტერატურის ყველაზე ახალგაზრდა და დაუფასებელი ჟანრი“
Windshield
 
პარალელურად გაიმართება გიორგი დადიანის ფოტოგამოფენა „1+1=1“
 
გთავაზობთ ღონისძიების ბმულს: Art Weekend