პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნაზე მუშაობენ, რომლსაც სახელად Archewell ერქმევა.
The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაციის შესაქმნელად საჭირო ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეავსო. ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება ინდივიდებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებაზე: იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური დახმარება თუ სხვა.
წყვილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარე პანდემიის პირობებში მოვლენების დაჩქარების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის სახელი შთაგონებულია ძველი ბერძნული სიტყვით „arche“, რაც ქართულ ენაზე „მოქმედების პირველწყაროს“ ნიშნავს.