Apple-მა App Store- ში გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით Facebook-ის შეთავაზება უარყო

Facebook-ის განცხადებით, პანდემიის პირობებში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის თითოეულ დოლარს დიდი მნიშვნელობა აქვს. კომპანიამ თავისი ახალი ფუნქციისთვის Apple-ს App Store-ის გადასახადის 30%-ით შემცირებისკენ მოუწოდა, რადგან ფუნქცია მცირე ბიზნესის მფლობელებს დიდ დახმარებას გაუწევს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი ფუნქციიდან Facebook არანაირი სახის შემოსავალს არ მიიღებს. მიუხედავად Facebook-ის კეთილი განზრახვისა, Apple–მა მისი შეთავაზება უარყო.

Photo Credits to Medhat Dawoud

დეველოპერების თქმით, Apple–ის გადასახადი ბრენდს  ბაზარზე უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. დეველოპერებისთვის Play Store–ში 30%-იანი გადასახადის შემცირებაზე უარი თქვა Google-მაც. Epic Games–მა Apple–ისა და Google–ის წინააღმდეგ  მათი აპლიკაციების მაღაზიებიდან Fortnite-ის წაშლისთვის სარჩელი შეიტანა. Apple–მა განაცხადა, რომ აპლიკაციის წაშლა Epic Games–ის მიერ App Store-ის პრინციპების დარღვევამ განაპირობა, რომლებიც მომხმარებლებს უსაფრთხო პლატფორმას უნარჩუნებს.

Apple-ის გადასახადის საკითხი კვლავ განხილვის საგნად რჩება, რის შესახებაც კონგრესი მოხსენებას უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს.