Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს ყველა აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი პროდუქტით სარგებლის მიღებას ცდილობს.
TechCrunch-ის მიხედვით, ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად Apple ამკაცრებს მოთხოვნებს COVID-19-ზე ფოკუსირებულ აპლიკაციებზე. ამის შესახებ კომპანიამ დეველოპერების ვებსაიტზე განაცხადა:
„ჩვენ აპლიკაციებს კრიტიკულად ვაფასებთ, რათა დავრწმუნდეთ მათ სანდოობაში. ასევე, ვინტერესდებით აპლიკაციის დეველოპერებით, წარმოადგენენ თუ არა ისინი სამთავრობო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ კომპანიებსა თუ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს. მხოლოდ იმ დეველოპერებს შეეძლებათ ატვირთონ აპლიკაცია COVID-19-ზე, ვინც ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.“
Apple ასევე კრძალავს კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ თამაშებსა და გასართობ აპლიკაციებს.
დეველოპერები ორიენტირებულები უნდა იყვნენ App Store-ში COVID-19-თან დაკავშირებულ ისეთი აპლიკაციების განთავსებაზე, რომლებიც კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქებას დააჩქარებს.