UCLA-მა Apple-თან პარტნიორობით დეპრესიის შესწავლა დაიწყო. კვლევა სამ წელს გასტანს და მისი მიზანია, ობიექტური და ზუსტი გაზომვებით ადამიანებს დაეხმაროს დეპრესიის გამოვლენასა და მკურნალობაში.
სამწლიანი პროექტი იწყება საპილოტე ეტაპით, რომელშიც ჩართულია UCLA-ის აკადემიური ჯანმრთელობის ცენტრის 150 პაციენტი. კვლევის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 3000 ადამიანამდე იგეგმება. მკვლევრები მთელი პროექტის განმავლობაში მონაცემების შეგროვების მიზნით მონაწილეების ინტერვიუებთან და კითხვარებთან ერთად iPhone-ს, Apple Watch-ს და Beddit sleep tracker-ს გამოიყენებენ. ამასთან, მათი კვლევის ობიექტია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ვარჯიში, პულსი, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები.
UCLA-ის განცხადებით, პაციენტის მონაცემები გაანალიზდება უსაფრთხო გარემოში, რომლის მონაცემებთან მხოლოდ UCLA-ის მკვლევრებს ექნებათ წვდომა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის არსებული მიდგომები სრულად ეყრდნობა დეპრესიით დაავადებულთა სუბიექტურ მოგონებებს.
კვლევა UCLA Grand Challenges–ის საუნივერსიტეტო კვლევითი ინიციატივის ნაწილია, გაუმკლავდეს მსოფლიოს ზოგიერთ უმსხვილეს პრობლემას, მათ შორის დეპრესიას.