კომპანია „ეფლი“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ყველა მაღაზიას 27 მარტამდე დახურავს.
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყვიტა, ჩინეთის გარეთ ყველა მაღაზია დროებით დახუროს – კომპანია განმარტავს, რომ შეზღუდვა არ შეეხება მათ ონლაინ მაღაზიებსა და აპლიკაციას „Apple store“.
„ერთ-ერთმა გაკვეთილმა გვაჩვენა, რომ ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაზე ეფექტური გზა ხალმრავლობის შემცირება და მათ შორის დისტანციის გაზრდაა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ადგილებში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს თანამშრომლებისა და მომხმარებლის დასაცავად“,- განაცხადა ტიმ კუკმა.
შეგახსენებთ, „ეფლმა“ მსგავსი გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისშიც მიიღო, როდესაც ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები დაკეტა. 13 მარტს კომპანიამ ჩინეთში არსებული ყველა წამყვანი მაღაზია გახსნა, თუმცა ისინი შეზღუდული საათებით მუშაობენ.