Apple სახის დამცავ ფარებს დაამზადებს

Photo By Alexandr Bormotin

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია Apple სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის სახის დამცავ ფარებს დაამზადებს.

ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Tim Cook-მა Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ყოველკვირეულად მილიონზე მეტი ფარის დამზადებას გეგმავს, რომელიც, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, შემდეგ კი – დანარჩენ მსოფლის, საჭიროების მიხედვით მიეწოდებათ. გასულ კვირას მათ მიერ დამზადებული iShield “სილიკონის ველზე” არსებულ საავადმყოფოებს უკვე გადაეცათ და დადებითი უკუკავშირიც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებულია როგორც ამერიკული, ასევე, ჩინური მასალებიც.