Apple Watch-ის მომდევნო სერია სექტემბრის დასაწყისში გამოვა. Apple Watch 6-ს watchOS 7-ის ყველა სასარგებლო მახასიათებელთან ერთად დამატებით ახალი ფუნქციები ექნება.
Digitimes-ის განცხადებით, Apple Watch-ში ჩაშენებული იქნება ახალი სენსორები, რომლებიც სისხლში ჟანგბადის დონეს განსაზღვრავს. ამასთან, მოსალოდნელია, Apple Watch 6-ში განთავსდეს ბიოსენსორები, რომელთაც შეეძლებათ მომხმარებლის ძილის განმავლობაში მისი მონიტორინგი, მათ შორის: სისხლის ჟანგბადის გამოვლენა, პულსის სიხშირის გაზომვა, გულისცემის მონიტორინგი და ა.შ.
განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის ფონზე, სისხლში ჟანგბადის კონტროლის საკითხის წინ წამოწევა დროულია. სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმება ოქსიმეტრის საშუალებით ხდება, რომელიც SpO2-ის სენსორს იყენებს და მომხმარებელს ცვლილების შესახებ აფრთხილებს. მაშასადამე, ნებისმიერ დროს სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ Apple Watch-ის საშუალებით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
წყარო – Forbes