რომელი ფუნქციებით ხასიათდება ახალი Apple Watch 6?

Apple Watch-ის მომდევნო სერია, რომელიც განსაკუთრებით იოგის მოყვარულ ადამიანებზე იქნება ორიენტირებული, სექტემბერში გამოვა.

მოდელი შეძლებს, იოგის ვარჯიშის განმავლობაში, გულმოდგინედ შეაფასოს მომხმარებლის პულსი, კანის ტემპერატურა და დახარჯული ენერგია.

აღსანიშნავია, რომ Apple Watch-ზე განთავსებულია იოგის წინასწარ განსაზღვრული პროგრამა, თუმცა Apple Watch 6-ის დამატებითი რჩევები და ფიტნესის დეტალური მონიტორინგის ფუნქცია მომხმარებლისთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება.  საათის დამატებითი უპირატესობა სისხლის ჟანგბადის სენსორია, რომელიც მომხმარებელს მოსალოდნელი პანიკური შეტევის შესახებ გააფრთხილებს.

მოდელის მიზანი მომხმარებლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, Apple Watch-ის მე-3, მე-4 და მე-5 სერიებში OS-ის განახლება იგეგმება.