JPMorgan-ის ანალიტიკოსთა ჯგუფმა 25 მარტს განაცხადა, რომ კომპანია Apple-ის მთავარი პროდუქტის, iPhone 12-ის ბაზარზე გამოსვლა, შესაძლოა, 2 თვით ან მეტით გადავადდეს.
ამის მიზეზი ახალი პროდუქტის ტესტირებისა და საბოლოო ვერსიის პროცესში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი შეფერხებებია. ვირუსის გავრცელების საპრევენციოდ შემოღებული სამოგზაურო აკრძალვები ხელს უშლის Apple-ს ჩინურ საწარმოებში ინჟინერთა ჯგუფის გაგზავნაში, რათა ახალი iPhone-ის გამოცდა და დიზანის შექმნა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა ახალი პროდუქტის შესახებ წლის დასაწყისში დაანონსა. კომპანია მისი ბაზრისათვის წარდგენას მიმდინარე წლის შემოდგომისათვის გეგმავდა.
პირველი ანონსის მიხედვით, iPhone 12-ს 5G მხარდაჭერა და გაუმჯობესებული, სამგანზომილებიანი კამერა ექნება