Apple iPhone მომხმარებლებს, უსაფრთხოების მიზნით, მოწყობილობების iOS 13.6-ით განახლებას სთავაზობს.
iOS 13.6-ის მთავარი მიზანი უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაა. Apple ასახელებს 29 პრობლემას, რომლებმაც თავი იჩინა iPhones-სა და iPads-ში. საკითხები გავლენას ახდენს გარკვეულ ფუნქციებზე, მათ შორის, აუდიოზე, ბლუთუზზე, ელ-ფოსტასა და შეტყობინებებზე.
ჰაკერების თავდასხმის არიდების მიზნით, სანამ Apple-ის მომხარებელები ჯერ კიდევ დაუცველ ვერსიებს იყნებენ, კომპანია iOS 13.6-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.
iOS 13.6 Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოშვებაა, რომელსაც გააჩნია ახალი მახასიათებლების მთელი რიგი. იგი აღჭურვილია ფუნქციების ისეთი პაკეტით, როგორიცაა CarKey, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს iPhone ან Apple Watch მანქანის გასაღებად.
ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგად პარამეტრებში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ქვეშ.