ტექნოლოგიური გიგანტის Apple აქციები 1.5%-ით დაეცა. პირველი კვარტლის მოგების შემცირება კორონავირუსის პირობებში Iphone-ის გაყიდვების კლებამ გამოიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემია გლობალურ მოთხოვნასა და მიწოდების ქსელზეც აისახა.
Apple-ის წარმოდგენილი შემოსავლების მიხედვით, მათი შემოსავალი 58.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1%-იანი ზრდაა. კომპანიისთვის აიფონიდან მიღებული შემოსავალი 29 მილიარდი დოლარია, რაც, წელთან შედარებით, 7 %-ით ნაკლებია.
”მიუხედავად COVID-19-ის უპრეცენდენტო გლობალური გავლენისა, ვამაყობთ, რომ Apple-ის კვარტალში მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ამ რთულ ვითარებაში მომხმარებლები ჩვენს პროდუქტზეა დამოკიდებული და მისი მეშვეობით შეუძლია იყოს ინფორმირებული, კრეატიული და კავშირზე მყოფი’’ – ნათქვამია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის, განცხადებაში. ”