Apple 2030 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალური კომპანია იქნება

photo – Medhat Dawoud

Apple-მა მომავალი 10 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ფოკუსირებული იქნება პროდუქტის დიზაინში, წარმოებასა და მასალებში ნახშირბადის შემცველობის შემცირებაზე, ასევე, მოწყობილობების ენერგოეფექტურობის გაზრდასა და განახლებაზე. იგეგმება გამონაბოლქვის 75%-ით შემცირება და ნახშირბადის მოხმარების შესამცირებლად ინოვაციური იდეების პრაქტიკაში დანერგვა, რათა დარჩენილი 25% გამონაბოლქვის ზიანი მაქსიმალურად შემცირდეს.

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის, განცხადებით, 2030 წლისთვის კომპანია მთლიანად ნახშირბად-ნეიტრალურ წარმოებაზე გადადის – „მიწოდების ჯაჭვიდან დაწყებული თითოეული მოწყობილობის ენერგიამდე, მინიმუმამდე დავა ნახშირბადის მოხმარება. პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ, დიდხანს აღარ დაგველოდება. ჩვენ გვსურს, მცირეოდენი წვლილი გავიღოთ დიდი ცვლილებებისთვის.“