Ant Group-მა აქციების საჯარო განთავსების რეკორდი მოხსნა

კომპანია Ant Group-ს აქციების საჯარო განთავსებამ (IPO) 34.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამით მან 2019 წლის ლიდერს, საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიას, Saudi Aramco-ს მონაცემს (29.4 მილიარდი დოლარი) გადააჭარბა და 2020 წლის რეკორდი დაამყარა.

Photo Credits to Wu Jun

Ant Group-ის საერთო ღირებულება უკვე 310 მილიარდ დოლარს უტოლდება, რაც ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის (Industrial & Commercial Bank of China) საერთო ღირებულებას აჭარბებს.

Alibaba-ს და მისი შვილობილი კომპანია Ant Group-ის დამფუძნებლის, ჯეკ მას, განცხადებით, ამგვარი მაღალი შეფასება აზიის რეგიონში დიდი მიღწევაა. ხანგჭოუში მდებარე მსხვილმა კომპანიამ ჩინეთის თითქმის ყველა ფინანსურ სფეროში დაიმკვიდრა თავი და ამ ეტაპზე შანხაისა და ჰონგ-კონგის მიმართულებით გაფართოებას და გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ჯეკ მას კომპანიებიდან, Ant Group-ის წარმატება პირველი არაა, 2014 წლის რეკორდი აქციების პირველად განთავსებაში Alibaba-მ დააფიქსირა. მოცემული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიოს ბაზარზე ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებაა მოსალოდნელი.