AzerTelecom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა ნაკაშიძემ მოიპოვა Women in Tech-ის ჯილდო ნომინაციაში “Global Leadership Women in Tech”. დაჯილდოების ყოველწლიური, რიგით მეექვსე ცერემონია შარჯის კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პარკში (SRTI Park) გაიმართა.

აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომელთა ხედვამ და ლიდერობის გამორჩეულმა უნარებმა ტექნოლოგიების სფეროზე გლობალურად დიდი გავლენა მოახდინა.
შეგახსენებთ, ანა ნაკაშიძეს გასულ თვეში ჯილდო “Global Leadership Women in Tech” კიდევ ერთ ღონისძიებაზე – “Women in Tech® Caucasus and Central Asia Awards (CCA) 2023” – გადაეცა. ეს ჯილდო აფასებს იმ ქალების წვლილს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ცნობისთვის, ანა ნაკაშიძე AzerTelecom-ს 2018 წელს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა, 2022 წელს კი ის კომპანიის CEO-დ აირჩიეს.
ანას 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში. AzerTelecom-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე, მას ეკავა სხვადასხვა მენეჯერული თანამდებობები საჯარო, კერძო და საკონსულტაციო სექტორებში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.