ნიდერლანდების პროვინცია, ჩრდილოეთ ჰოლანდია, საჰაერო გადაადგილების სხვა საშუალებების ჰოვერმატარებლებით ჩანაცვლებას გეგმავს. მისი სიჩქარე საათში 600 მილი იქნება.
მიმდინარე პროექტი ამსტერდამის სხვა ევროპულ ქალაქებთან დასაკავშირებლადაა შექმნილი. ჰოლანდიური სტარტაპის, Hardt Hyperloop, კვლევიდან ირკვევა, რომ ჰოვერმატარებელი საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ამსტერდამიდან ისეთ დიდ ქალაქებამდე, როგორებიცაა პარიზი, ბრიუსელი, ფრანკფურტი.
ჰოვერმატარებლის დახმარებით შესაძლებელი იქნება ამსტერდამიდან ბრუსელში 30 წუთში ჩასვლა, ხოლო პარიზში – 90 წუთში. გარდა ამისა, მგზავრობის დროის შემცირება გავლენას ჩრდილოეთ ჰოლანდიის ეკონომიკაზეც იქონიებს – მთლიანი შიდა პროდუქტი 121%-ით გაიზრდება.
Jeroen Olthof ამბობს, რომ პროექტით გაოცებულია, რადგან ჰოვერმატარებელი კომპაქტური რეგიონის შექმნის შესაძლებლობას ქმნის.
„ადამიანებს სურთ, ერთ საათში იყვნენ სამსახურში. სუპერსწრაფი ჰოვერმატარებელი კი შესაძლებლობას გვაძლევს დიდი მანძილები მოკლე დროში დავფაროთ. ვაპირებთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გავიაროთ, რათა ეს გეგმა სამომავლოდ გაგრძელდეს.“
აღსანიშნავია, რომ Hardt Hyperloop-ის სტარტაპი 2017 წელს დაარსდა, როცა ჯგუფმა ილონ მასკის შეჯიბრში გაიმარჯვა.