ტექნოლოგიური გიგანტი „ამაზონი“ თვითმართვადი ავტომანქანების მწარმოებელ სტარტაპ Zoox-ს შეიძენს, – ამის შესახებ კომპანიამ პარასკევს განაცხადა. თავდაპირველი ინფორმაციით, ტექნოლოგიური სტარტაპის შესყიდვა „ამაზონს“ ერთი მილიარდ დოლარად სურდა, თუმცა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეთანხმების ნამდვილი ღირებულება სამ მილიარდ დოლარს აღემატება.
Zoox-ი კალიფორნიული სტარტაპია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. კომპანიის ხედვაა, უგამონაბოლქვო, მიზნობრივი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებებისა და მისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაა.
„Amazon-ის მიერ კომპანიის შეძენა თვირთმართვადი ავტომანქანების ინდუსტრიაში Zoox-ის გავლენას ხაზს უსვამს. უსაფრთხოებისადმი ჩვენი მიდგომით, მანქანების მობილურობისა და უნიჭიერესი გუნდის წყალობით, ჩვენი ხედვის სისრულეში მოსაყვანად ნაბიჯებს ყოველდღე ვდგამთ. ახლა კი შესაძლებლობა გვაქვს მომავალი სრულად ავტონომურად ვაქციოთ“ – განაცხადა Zoox-ის ხელმძღვანელმა, აიშა ევანსმა.