Amazon.com-ის შვილობილმა კომპანიამ Amazon Prime Air-მა თავისი უპილოტო საფრენი აპარატების სერვისისთვის აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან ნებართვა მიიღო, რაც კომპანიას ავტონომიური საფრენი აპარატებით, მათ შორის დრონებით კომერციული მიწოდების დაწყების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომერციული მიწოდების დაწყება მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებულია Alphabet-ის შვილობილი კომპანიებისთვისაც: Wing და United Parcel Service, ხოლო სხვა მცირე კომპანიები ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ნებართვას ჯერ კიდევ ელოდებიან.