კომპანიებმა Amazon, Google და Wish ნეონაცისტური სიმბოლიკისა და შინაარსის მქონე პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღეს. Google-მა, ასევე, ბიბლიოთეკიდან და Play Store-დან რასისტული თემატიკის წიგნები და მასალები წაშალა.
BBC Click-ის გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიები Amazon, Google და Wish საკუთარ
საიტებზე ნეონაცისტური სიმბოლიკის და შინაარსის მქონე პროდუქციას ყიდდნენ.
ასევე, მსგავსი თემატიკის პროდუქტები ხშირად ხვდებოდა ალგორითმის მიერ შედგენილ რეკომენდაციების გრაფაში. პროდუქციის სია მოიცავდა ისეთ ნივთებს, როგორიცაა, ნაცისტური და ჰომოფობური დროშები და სიმბოლიკა, Ku Klux Klan-ის ნიღაბი და სხვ.
ცხადია, აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა. ანტიდიფამაციური ლიგის (Anti-Defamation League) წარმომადგენელი, ორენ სეგალი, აცხადებს, რომ კომპანიებს ალგორითმის გასაკონტროლებლად გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.