ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსში საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხვაზე დაიბარა. გამოძიება ოპოზიციის წინააღმდეგაა აღძრული, რომელსაც, კომიტეტის თანახმად, სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს.
ოპოზიციის საბჭოს პრესსპიკერმა, რომლის წევრიცაა ალექსიევიჩი, განაცხადა, რომ ბელარუს მწერალს სამშაბათს დაკითხავენ.
ოპოზიციის საბჭო მიმართულია ბელარუსი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, კრიტიკისაკენ, რომლის ხელახალი არჩევაც 9 აგვისტოს არჩევნებით სადავოა და რომლის შედეგებმაც ბელარუსში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის ტალღა გამოიწვია.
ალექსიევიჩის დაკითხვაზე დაბარების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი. განცხადებაში უნივერსიტეტი მხარდაჭერას გამოთქვამს ნობელიანტი მწერლისადმი, ხაზს უსვამს ალექსიევიჩის დამსახურებებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმ მოვლენებისადმი, რომლებიც საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას, მშვიდობიანი გზებით შეცვალონ ხელისუფლება.
72 წლის სვეტლანა ალექსიევიჩი ნობელი პრემიის ლაურეატი 2015 წელს გახდა. იგი ცნობილია თავისი ნაშრომებiთ, რომლებიც აღწერენ საბჭოთა კავშირის ცხოვრებასა და ყოფას.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ხალხი ლუკაშენკოს 26-წლიან მმართველობასა და ავტოკრატიას აპროტესტებს. საპროტესტო ტალღაში 200 000-მდე ადამიანი ჩაერთო. პოლიციამ ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი – ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი დააკავა.